1760559559
ფოტოზე არიან ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ და ირაკლი ყალიჩავა იგივე „ხუტუ“ - ბოლო ცნობები მათ შესახებ

ექსკლუზიურ ფოტოზე, რომელიც რუსულ მედიაში ვრცელდება ორი „ქართველი კანონიერი“ ქურდი ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ და ირაკლი ყალიჩავა იგივე „ხუტუ“ არიან გამოსახულნი.
„კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა.
ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენელია.
მისი „კორონაცია“ 2014 წელს მოხდა.
ლაშა ბარათელის სახელი ქართულ მედიაშია არა ერთხელ გაჟღერებულა.
ბოლოს მისი სახელი ახალგაზრდა ქალის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, რაც მალევე უარყო „ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა“.
რაც შეეხება, ირაკლი ყალიჩავას მეტსახელად „ხუტუს“ ის 2018 წელს უკრაინიდან გააძევეს. მაშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ყალიჩავა მოქმედი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სიაშია. ის ოდესაში დააკავეს. ყალიჩავას სხვა პირის უკრაინული დოკუმენტები ჰქონდა.