1760793040
„მშობლებო, დაიცავით ბავშვები!“ - ინფლუენსერი და ფიტნეს ტრენერი „ჩერი“ მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ინფლუენსერი, ფიტნეს-ტრენერი ნინო ჩერქეზიშვილი ("ჩერი") ვიდეომიმართვას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს.
„ეს „სთორი“ ეძღვნებათ მშობლებს. უნდა გაავრცელოთ და ხმა მიაწვდინოთკიდეც. გუშინ „ტიკ-ტოკზე“ შევედი, ჩემი მეგობრის შვილი აკეთებს „ტიკ-ტოკის ფილტრებს და ვიფიქრე, რომ მხარდაჭერის მიზნით, მეც გავაკეთებდი. რომ შედიხარ ფილტრებში ჩანს ვინ გამოიყენა. შოკში ვიყავი, ყველა ვისაც კი გამოყენებული ჰქონდა ეს ფილტრი არიან ბავშვები. მშობლებო, გაიგეთ, რომ ტიკ-ტოკი არის 16+ პლატფორმა“, - ამბობს „ჩერი“ ვიდეოში.
@cherrys_fitness დაიცავით ბავშვების მენტალური ჰიგიენა! ტიკტოკი არ არის ბავშვების პლატფორმა.
♬ original sound - Cherry