ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ნმ

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია – გამოკითხვის შედეგები „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.

საქართველოს ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელმა 2023 წელს ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ GFF Awards -ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა, რაც ქართული ფეხბურთის რეკორდია.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებში თამაშის კადრები გაავრცელა და მადლობა ამ ჟესტით გადაიხადა, მან ასევე მადლობის ვიდეო გაავრცელა და ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

"ყველას დიდი მადლობა. იმედი მაქვს 2024 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. ყველას გილოცავთ ახალ წელს და რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელობას გისურვებთ",- ამბობს კვარა. 

ასევე ნახეთ:

„ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს "შავ ბაზარზე"... ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება“ - საგანგებო გაფრთხილება ნარკოლოგისგან

“+15 გრადუსი…”- ნახეთ, ახალი წლის დღეების განახლებული ამინდის პროგნოზი