ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა - ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა
1728209100
ფოტოხელოვანის, გენადი სანაიას ქალიშვილი, ეკა სანაია სოციალურ ქსელში ერთ საინტერესო, ძველ ისტორიას იხსენებს. დაახლოებით 55 წლის წინ, ფოტოგრაფმა გადასაღებ მოედანზე, ცირკში წაიყვანა მეუღლე და დედა. აი, რა მოხდა არენაზე.
ეკა სანაია: ეს იყო ჩვენს დაბადებამდე. ერთ საღამოს მამაჩემს დედაჩემი და ბებიაჩემი ცირკში წაუყვანია. სამსახურიდან ახალ მოსულებს ვახშამი ვერ მოუსწრიათ, ამიტომ ბებიაჩემს ახალი გამომცხვარი ხაჭაპურები დაუჭრია და თან წაუღიათ, შესვენებაზე მივირთმევთო.
როცა ეს სპილო გამოჩნდა, მომთვინიერებელს მიუცია უფლება მაყურებლისთვის, სპილოსთვის შეეთავაზებინათ რამე, რაც თან ჰქონდათ. ზოგმა კანფეტი მიაწოდა თურმე, ზოგმა ფუნთუშა, ზოგმაც...
დედაჩემმა კი ერთი ნაჭერი ხაჭაპური გაუწოდა. სპილომ შეჭამა და ფეხი არ მოიცვალა. იძულებული გახდა კიდევ მიეცა, არც ახლა განაგრძო გზა მრგვალ არენაზე. ხორთუმს კალთაში ურტყამდა - კიდევ მომეციო.
სანამ ცარიელი ქაღალდი არ გაშალა და არ აჩვენა დედაჩემმა, მანამდე ფეხი არ მოიცვალა.
ასე დატოვა მშივრები სპილომ ჩემი მშობლები, მიუხედავად ამისა ეს ფოტო დედაჩემს ძალიან უყვარდა.
ფოტო - გენადი სანაიასი. მამა ცირკში გადასაღებად იყო და შოუ კი ცოლმა მოუწყო...
ასევე დაგაინტერესებთ: "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა
ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!