ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

gwp

დღეს, 9 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის ქუჩა N10-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 9 იანვარს 11:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 9 იანვარს 11:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: ნიკო მარის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, მესხიშვილის, კახიანის, ურიდიას, გვაზაურის, ახალდაბის, ერისთავის, ღრმაღელის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, წიწამურის, კოხრეიძის, ქავთარაძის, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ლომთათიძის, ჯავის, ხიმშიაშვილის, ცინცაძის, ქვიშხეთის, არბოს, ერწოს, ლიახვის, გუდამაყრის, სურგულაძის, ცქიტიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ჩარგლის, დადიანის, ასკურავას, მიქაუტაძის, საჭილოს, გომბორისა და ლეჩხუმის ქუჩების ნაწილს. გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ილურიძის მე-2 შესახვევს და დადიანის მე-2 მიკრო რაიონს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.