გერმანიის ლიდერ ქალთა კონკურსის გამარჯვებული ირანელი ემიგრანტი გახდა

ვდ

სოციალურ ქსელში, ეკატერინე ნონიაშვილი, გერმანიის ლიდერ ქალთა კონკურსის გამარჯვებულზე წერს.

„გერმანიის ლიდერ ქალთა კონკურსის გამარჯვებული ირანელი ემიგრანტი აპამე შონაუერია. 

გერმანიაში 11 მილიონზე მეტი მიგრანტი ქალი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი რჩება არახელსაყრელ მდგომარეობაში და არ აქვს ისეთივე შესაძლებლობები ჩვენს საზოგადოებაში ან შრომის ბაზარზე, როგორც ქალებს მიგრანტობის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცებზე.

ჩემი მისიაა, წავახალისო ისინი, მათ შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები, გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, იფიქრონ ლიდერივით და იყვნენ გაბედულები, რათა მიაღწიონ თავიანთ ოცნებებს აქ.
ირანიდან გერმანიაში 6 წლის ასაკში ჩამოვედი და მივხვდი, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი იყო ინტეგრაცია, ამავდროულად ჩამოაყალიბო შენი ოცნებები და თანმიმდევრულად მიჰყვე საკუთარ გზას.

დღეს მე ვარ არქიტექტორი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, შევქმენი პატარა გერმანულ-ირანული ოჯახი და ვცხოვრობ ჩემი ოცნებებით. მინდა ვიყო მისაბაძი მაგალითი ბევრი ახალგაზრდა გოგოსთვის, გავამხნევო ისინი და გამოვავლინო მათი პოტენციალი ყველა ჩვენგანისთვის. ჩემი მისაბაძი, თავის მხრივ, ძლიერი და მამაცი ქალები არიან ირანში, რომლებიც უდიდესი რისკის ფასად ხმას იმაღლებენ თავისუფლებისა და უფლებებისთვის“,- წერს ეკატერინე ნონიაშვილი.