"გელით კვირას, რვა საათზე" - რა ახალ გამოწვევას შეეჭიდა მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე

gocha

მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძეს ახალ ამპლუაში ვიხილავთ. ტელეკომპანია "ტვ პლიუსის" ეთერში, კვირაობით, შეგიძლიათ ნახევარი საათი სულიერებაზე საუბარს დაუთმოთ.

"ამბავი კეთილი" ჰქვია გადაცემას, რომელსაც მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე წაუძღვება.

"მადლი და მშვიდობა სრულიად საქართველო. "ტვ პლიუსზე" ერთად ვისაუბრებთ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სულიერებაზე. სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა. გელით კვირას, რვა საათზე. სიყვარულითა და პატივისცემით, გოჩა ჭაბუკაიძე," - ამბობს გადაცემის ავტორი.

ბატონ გოჩას "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მან წმინდა დედა მატრონასთან დაკავშირებით სასწაული პირველად ჩვენ მოგვითხრო.

გოჩა ჭაბუკაიძე: 90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.

მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...

ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.

საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს.

გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი... აქ დააწკაპუნეთ და განაგრძეთ კითხვა...

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!

"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე

"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

,,ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს