პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები გამოაქვეყნა. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ინგლისურ ენაში უმაღლესი, 70 ქულის მიღება შეძლეს და მათ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ:
ერთ-ერთი ანასტასია ღარიბაშვილია. მან თბილისის 157-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაღალი შეფასების მიღება შეძლო და 55 ქულა აიღო. სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. ამბობს, რომ ინგლისურ ენაში უმაღლესი შედეგის მიღწევაში სისტემატური მეცადინეობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა.
მარიკო ნემსაძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მანაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აქვს. ფსიქოლოგიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ინგლისურ ენაში დამოუკიდებლად მეცადინეობდა და ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა აბიტურიენტებს უზიარებს.
ლევან ქობალიამ GLC ზუგდიდის განყოფილება დაამთავრა. ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას.
70 ქულა აიღო დემეტრე ფრანგიშვილმაც მან თბილისის 147-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. დემეტრე სწავლის გაგრძელებას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით გეგმავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
EXCLUSIVE: "ჩემი შვილის ცხედარი სანაპიროზე არ უპოვიათ..." - დაკარგული ნათია ბახტაძის დედა
ჩემს ცხოვრებაში არის საყვარელი ადამიანი, რომელიც სითბოთი მავსებს - ნიკა გოგვაძე პირადზე