პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოკუპირებულ გალში, 28 ივლისის 17 საათიდან, 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მოგვიანებით, ოჯახმა უარყო ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, სანაპიროზე ქალის ცხედარი მართლაც იპოვეს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, გალში სხვა დაკარგულ ქალსაც ეძებენ.
"უარვყოფ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, ჩემი შვილის, ნათიას ცხედარი სანაპიროზე იპოვეს,მთელი აფხაზეთი ფეხზე დგას.ის ბიჭი, ვინც გაიტაცა ჩემი შვილი, გუშინ დააკავეს",- განუცხადა "პრაიმტაიმს" გაუჩინარებული 28 წლის გოგოს დედამ, იამზე აგუმავამ.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პირველ აგვისტოს, დაახლოებით, დღის 16 საათზე, დააკავეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი 30 წლამდე ოჩამჩირის მკვიდრი მამაკაცი. იგი აინარ წვიშბაა. წყაროს ცნობით, დაკავებული წლებია, ქალს ემუქრებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები - დაკავებული 7 ქართველიდან 2-ის ვინაობა ცნობილია
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ