დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ფინალისტმა, 27 წლის ნიკა გოგვაძემ, თავისი ბუნებრიობით, მხიარული ხასიათითა და უშუალობით, უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, სიმპათია მოიპოვა და დადებითი ენერგიითაც შეივსო. პროექტი ახლახან დასრულდა, როგორც თავად ნიკა ამბობს, ჯერ კიდევ ვერ გამოდის იმ ემოციისგან და ეიფორიისგან, რაც ამ ხნის განმავლობაში, პროექტში ყოფნისას მიიღო.
– „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნისას ბევრი გულშემატკივარი, თაყვანისმცემელი და მეგობარი შეიძინე. როგორ გგონია, რით იყავი გამორჩეული?
– ამ პროექტმა ძალიან ბევრი ადამიანი დამიმატა. ჩემი ბუნებრიობა და რეალურობა დაინახეს, მოეწონათ, ამის გამო შევუყვარდი ხალხს და ბევრმა გამიცნო. ვფიქრობ, ჩემი ბუნებრიობით, ერთგულებით, სიყვარულითა და მეგობრობით ვიყავი გამორჩეული. ათასობით ესემესი შემომდიოდა. არ დამავიწყდება, ერთი გოგონა მწერდა: არ გიცნობდი, რეალითი შოუდან გაგიცანი, დაგინახე და შემაყვარე თავი, მომეცი ის სტიმული, შემიყვარდეს შენნაირი ადამიანი და შენნაირი ადამიანი მყავდეს გვერდითო. უახლოეს მომავალში, იგეგმება მასშტაბური კონცერტი და ვინც იქ მოვა, ყველას გავიცნობ, ჩავეხუტები და მოვესიყვარულები.
– ბევრჯერ ვახსენეთ სიყვარული და პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული ხარ?
– (იცინის) არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ შეყვარებული ადამიანი ვარ. პირად ცხოვრებაში სულ მიმართლებდა და მიმართლებს. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში არის საყვარელი ადამიანი, რომელიც გვერდით მიდგას, მგულშემატკივრობს, სიყვარულითა და სითბოთი მავსებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
კესარიას ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა - ნახეთ, კადრები
მამამ უფროსი შვილის ქორწილისთვის, უმცროსი 12 დოლარად გაყიდა - სულისშემძვრელი ამბავი