დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პირველ აგვისტოს, დაახლოებით დღის 16 საათზე დააკავეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი 30 წლამდე ოჩამჩირის მკვიდრი მამაკაცი. იგი აინარ წვიშბაა. წყაროს ცნობით, წლებია ქალს ემუქრებოდა.
„ჩემი უნდა გახდე და სხვას არავის გაყვებიო. გუშინვე გადაიყვანეს სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მიმდინარეობს დაკითხვა.
შარშან ის ქუჩა ააწიოკა, სადაც ნათია დედასთან ცხოვრობს. ნათიას საბუთები არ ჰქონდა წესრიგში, ელოდებოდა საბუთებს და აპირებდა რუსეთში ბიძაშვილებთან წასვლას. ნათიას დედა გვარად აგუმავა ჰყავს, ვინ არ ჩარია ამ საქმეში, მაგრამ საბუთებს არ უკეთებდნენ.",-ამბობს წყარო.
რეზონანსული საქმე პირად კონტროლზე აიყვანეს ოკუპირებული მთავრობის წარმომადგენლებს და ყველა ღონეს ხმარობენ, დროულად ნათელი მოჰფინონ ამ საქმეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ოჯახმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო. ახლობლების ცნობით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახი დახმარებას ითხოვს.