„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს და წერს:
„მე პაატა ქუშაშვილი ვასაჯაროებ ამ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ნახოს...
ვინც ჩვენი ძმის - გია ხაიკაშვილის სისხლში ხელები გაისვარა, ჩვენ ქუშაშვილების გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!
ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის. აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეების ოჯახების გადასახელებასთან დაკავშირებით.
აქვე დავამატებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ გაასაჯაროვოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გადასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია!
ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!
ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით, და არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს არ ყოფილა. თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა... დღეს კი ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახა როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი. იმიტომ რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.
ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს არის მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილი. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.
ამიტომ გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება“, - წერს პაატა ქუშაშვილი.