გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევაზე უნდა გადაიყვანონ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო გარანტიები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დღეს ან ხვალ მოხდება.

როგორ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ.

„არ გამიგია, გადაუმოწმებლად არ მინდა რამე ვთქვა, ინფორმაციას ნამდვილად ვერ ვფლობ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ინფორმაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ და  დიმიტრი საძაგლიშვილმა დაადასტურა.