საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
უნგრეთის მმართველმა პარტია „ტისამ“, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარია, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა რვა წლით განისაზღვრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებდნენ უნგრეთის პრემიერის თანამდებობას რვა და მეტი წლის განმავლობაში, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის საშუალება აღარ ექნებათ.
კანონპროექტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის რვა წელი შეუსრულდება, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
გარდა ამისა, მადიარს სურს გააუქმოს სუვერენიტეტის დაცვის სამმართველო, რომელიც მისმა წინამორბედმა ვიქტორ ორბანმა 2023 წელს შექმნა. უწყება უმეტეს წილად იმ მედიასაშუალებების სიის შედგენით იყო დაკავებული, რომლებიც უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიდნენ.