შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში, სავარაუდოდ დიდი სისწრაფით მიმავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ეზოსთან დაყრილ ლოდებს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ მათგანს სამედიცინო კვლევა და საშუალო სირთულის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თავის ქალის ტრავმის გამო ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
შემთხვევა გვიან ღამით დაახლოებით 3 საათზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.