„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
„პრაიმ ჰაუსს“ გასულ კვირას ახალი მონაწილე, ბევრისთვის კარგად ნაცნობი „მეჩანთე“ შეემატა. დათო შეროზია საზოგადოების ნაწილმა თავისი ბიზნესით გაიცნო - მას ვაგზალზე ჩანთების მაღაზია აქვს. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელიც, რასაც რეალით შოუში აქტიურად უყენებენ.
საკუთარ თავზე უფრო მეტს „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავად უამბობს.
- „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტეთ?
- ჩემი ბევრი გულშემატკივარი წინა სეზონში ბევრს აკომენტარებდა, რომ „მეჩანთე“ „პრაიმ ჰაუსში“ შედიო. მეც დავფიქრდი, მართლა ხომ არ შევიდე-თქო, რადგან აქტიურად ვუყურებდი მეორე და მესამე სეზონს. ჩემს მომხმარებელს სურდა, რომ შემოვსულიყავი და მეც ასე გადავწყვიტე.
- ცოტა ხნის წინ დაწერე, რომ აპირებდი მონაწილეობას, თუმცა, გადაიფიქრე. რა მოხდა მაშინ?
- ყოველი წლის 30 სექტემბერი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ჩემი მეუღლის დაბადების დღე. ამ დღის აღნიშვნა მას თავის საყვარელ ქალაქში, პარიზში სურდა და ბილეთები უკვე ნაყიდი იყო. მეც გადავწყვიტე, რომ პარიზში წავსულიყავი და ამ დღეს დავსწრებოდი. 30 სექტემბერი პირველ ლაივს ემთხვეოდა...
- მეუღლე ახსენეთ, ოჯახის შესახებ გვიამბეთ...
- 2 შვილი მყავს და კიდევ ორი არაბიოლოგიური შვილიშვილი. ესენი არიან ჩემი მეუღლის შვილიშვილები, რომლებიც ჩვენთან იზრდებიან. მე მათი ბაბუკა ვარ.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი „პრაიმ ჰაუსში“ შემოსვლას?
- ჩემი ცოლი მეუბნება, 31 დეკემბრამდე სახლში მოსული არ გნახო, პარასკეობით მიგიღებ რამდენიმე საათით, მეტით არაო (იცინის).
ფეისბუკზე 225-ათასიანი გვერდი მქონდა, რომელიც გამიტეხეს და წამართვეს. 4 თვეა, ახალი გვერდი გავაკეთეთ და ჯერ 60 000-მდე გამომწერი გვყავს. ვფიქრობ, რომ პროექტი ამაშიც ძალიან დამეხმარებოდა.
ამ ბიზნესს 2013 წლიდან ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლე. უკვე ძალიან გადამწვრები ვიყავით, არ ვჭამდით, არ ვსვამდით, სულ ვმუშაობდით... უკვე ის პერიოდი დაგვიდგა, ბიზნესი სტაბილურია, დავიწყეთ მოგზაურობა, დასვენება და ამ დროს, გვერდი გაგვიტეხეს... იმ ხალხის დასაბრუნებლად შემოვედი „პრაიმ ჰაუსში“.
მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი 0-დან დავიწყეთ, ბევრჯერ გავკოტრდით, თბილისში დასაძინებელი არ გვქონდა... სახლ-კარი არ გვქონდა, მაგრამ ბევრს ვმუშაობდით. სხვადასხვა დროს, ჯამში 62 თანამშრომელი გვყავდა და არ იცით, ახლა როგორ მხარს მიჭერენ. ცალკე ჩატი აქვთ, ყველა იქაა, ძირითადად გოგონები და წერენ, მე ამდენჯერ დაგირეკეო.
ბაზრობაზე, სადაც ახლა ვმუშაობ, ის სახლიც უყურებს. იმ დღეს ჩავიარე და ტელეფონებით მორბოდნენ, მაჩვენებდნენ ზარებს.
„მეჩანთის“ გვერდებს ფეისბუკზე ასე ნახავთ ⇓