Exclusive: „დედა ემიგრანტია, პირველად, 8 წლის შემდეგ ვნახე... ეს იყო ყველაზე ემოციური დღე“ - ბესო იაკობაძე პირადსა და წარმატებულ კარიერაზე

ბესო იაკობაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე, 26 წლის ბესო იაკობაძე წარმატებული ვიდეოგრაფია. 

„პრაიმტაიმი“ რეალითი შოუს მონაწილეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.

ბესო იაკობაძე: დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. პროფესიით ვიდეოგრაფი გახლავართ, ვარ არაერთი მუსიკალური კლიპის, რეკლამის და სხვადასხვა კარგი პროექტის ავტორი.

- ოჯახზე გვიამბეთ, როგორ შეხვდა „პრაიმ ჰაუსში“ თქვენს მონაწილეობას?

- დედაჩემი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მას ძალიან უნდოდა „პრაიმ ჰაუსში“ მიმეღო მონაწილეობა და საკუთარი თავი დამეტესტა.

ემიგრანტია, უკვე 9 წელია იტალიაში ცხოვრობს. სხვათა შორის, შარშან ვნახე პირველად, 8 წლის შემდეგ. ეს იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში.

დიდი წითელი ვარდებით, დიახ, მე ის ბიჭი ვარ, რომელიც დედას აეროპორტში დახვდა.

- რა შეცვალა „პრაიმ ჰაუსმა“?

- მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. როცა აუტსაიდერების სკამზე დავჯექი, სულ სხვა პასუხისმგებლობა და ხალხის მხარდაჭერა ვიგრძენი. უკვე კარგად ვიაზრებ, სად ვარ, რატომ ვარ და რისთვის...

არსაიდან მოსულმა ადამიანებმა ძალიან შემიყვარეს და რატომღაც, ჩემი გულშემატკივრები გახდნენ, ეს ძალიან მიხარია და ვაფასებ. როცა უცხო გგულშემატკივრობს, ანუ, რაღაც ღირებულს აკეთებ.

სოციალურ ქსელებშიც მომემატა გამომწერები. სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან მწერენ, რომ მგულშემატკივრობენ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავთ რჩეული?

- დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ და ამ ეტაპზე, არც შეყვარებული მყავს...

- აქვე, სამომავლო გეგმების შესახებაც გკითხავთ...

- ჩემი ცხოვრება ჩემს პროფესიას უკავშირდება - რამდენიმე ვარიაცია მაქვს. შეიძლება, უცხოეთში, დიდ კინოში წავიდე... Netflix, Hollywood, ნებისმიერი ვერსია შეიძლება განვიხილოთ.

- სად შეიძლება ვნახოთ თქვენი ნამუშევრები?

- იუთუბზე, ფეისბუკზე. ჩემს ერთ-ერთ გადაღებულ კლიპს 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. „შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან“ - ამ სიმღერის კლიპი ჩემი გადაღებულია, ასევე, ვიღებ „მეოთხე დასისთვის, „ბაბილონისთვის“...

ვთანამშრომლობ ბევრ ადამიანთან და კომპანიასთან, ვისაც ჩემი ხედვა მოსწონს. რაც უნდა მაგარი კამერა გქონდეს, თუ ხედვა არ გაქვს, ვერ შექმნი პროდუქტს. რადგან ამდენი პროექტის ავტორი ვარ, ხალხი ჩემს ხედვას ძალიან იწონებს.

ასევე ნახეთ:

Exclusive: „ორი შვილი მყავს და ორი არაბიოლოგიური შვილიშვილი...“ - „მეჩანთე“ პირად ცხოვრებასა და წარმატებულ ბიზნესზე

Exclusive: „ისეთი გეგმები მაქვს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს...“ - გიორგი პაპავა ახალგაზრდა ელჩობასა და ემიგრაციაზე

Exclusive: „ასეთი ვარ, ლიდერის თვისებებით, წამყვანი ფიგურა“ - უკეთ გაიცანით სტუდენტი და წარმატებული ბიზნესმენი, ანა ქურდაძე

Exclusive: რას საქმიანობდა სოფი ნურაშვილი „პრაიმ ჰაუსამდე“ - „მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო“