Exclusive: „ისეთი გეგმები მაქვს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს...“ - გიორგი პაპავა ახალგაზრდა ელჩობასა და ემიგრაციაზე

გიორგი პაპავა

„პრაიმ ჰაუსის“ ახალ სეზონში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, თუმცა, მათ შორის არის რამდენიმე, რომელმაც პატარა ასაკში გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია. ერთ-ერთი გიორგი პაპავაა.

24 წლის ახალგაზრდა გასულ წელს, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად დაინიშნა. მას მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა – ხელი უნდა შეეწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ასევე, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს თვითდამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში დახმარებოდა.

გიორგი საკუთარი წარმატების გზაზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

გიორგი პაპავა: ახალგაზრდა ელჩობა ჩემთვის წარმატება არ არის, ეს ერთ-ერთი საკმაოდ ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა წარმატების იმ გზაზე, რასაც სამომავლოდ ვაპირებ რომ განვახორციელო. ამ ერთწლიანმა მანდატმა მომცა უდიდესი გამოცდილება და მაჩვენა ის ტრაექტორია, თუ როგორ შეიძლება წარვმართო სამომავლო გეგმები იმ მიზნებთან დაკავშირებით, რისი განხორციელებაც მსურს.

„პრაიმ ჰაუსში“ ჩემი შემოსვლაც ამ ფაქტს უკავშირდება, რადგან ესეც ერთ-ერთი არაორდინარული გზა არის, წარმატების მიღწევისთვის. 

რეალურად, სამომავლოდ ისეთი გეგმები მაქვს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც მიჩვეულები ვართ, რომ ყველაფერს სკეპტიკურად შევხედოთ. რთულია, რაღაცები პოზიტიურად აღვიქვათ. აქედან გამომდინარე, როცა „პრიამ ჰაუსში“ ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ხარ, ხარ ის, ვინც ხარ. რთულია ითამაშო და საზოგადოებამ ეს ვერ შენიშნოს. როდესაც იმ გეგმებს გავიტან ფართო მასშტაბზე, საზოგადოებას ჩემს პიროვნებასთან კითხვები აღარ ექნება, თუ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რადგან „პრიამ ჰაუსში“ გაიცნობენ და მიხვდებიან, რისი სურვილი მაქვს ამ ცხოვრებაში ვაკეთო და განვახორციელო.

- ოჯახზეც გვიამბეთ...

- ზოდიაქოს ნიშანს უნდა შევეხო, კირჩხიბი ვარ და ვინც ასტროლოგიაში ერკვევა, იციან, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ოჯახურ კერასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად სენსიტიურია. ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ 18 წლიდან მოყოლებული, იმისთვის, რომ გავზრდილიყავი და ცხოვრება მესწავლა, გერმანიასა და საბერძნეთში ვცხოვრობდი. იმ გარემოებებმა გამზარდა. პირველად ეს გავაცნობიერე მაშინ, როცა ბერლინში გადავედი და არავის ვიცნობდი, არაფერი ვიცოდი და პლუს, გერმანული ბიუროკრატიის ფონზე ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი. აქ ვხვდებოდი, რომ ვიზრდებოდი და შეხედულებები მეცვლებოდა. 

კოვიდმა ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა, ციფრულ სამყაროში და გავხდი ციფრული მარკეტერი. კოვიდმა ხელი გერმანიაში სწავლის გაგრძელებაში შემიშალა, თუმცა, მაინც ვცადე და ბერლინში გადავედი. ისე ვერ მოხდა, როგორც მინდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველაფერი რაც ხდება, ხდება უკეთესობისთვის... 

ციფრულმა მარკეტინგმა სრული დამოუკიდებლობა მომიტანა, მე შემიძლია მქონდეს დისტანციური სამსახურები, გადავიდე საცხოვრებლად იქ, სადაც მინდა და არ მქონდეს საქართველოსთან კავშირი დაკარგული. სულ რომ 6-7 თვე გავიდეს და მე აქ არ ჩამოვიდე, ვერ ვგრძნობ, რომ სადღაც ემიგრანტი ვარ... 

ასევე ნახეთ:

Exclusive: „ასეთი ვარ, ლიდერის თვისებებით, წამყვანი ფიგურა“ - უკეთ გაიცანით სტუდენტი და წარმატებული ბიზნესმენი, ანა ქურდაძე

Exclusive: რას საქმიანობდა სოფი ნურაშვილი „პრაიმ ჰაუსამდე“ - „მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო“

Exclusive: „ეს იყო 40-წუთიანი ფიზიკური ძალადობა, უამრავი დასკვნა მაქვს...“ - თამარ ახალკაცი ყოფილ მეუღლეზე