პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონს რამდენიმე ამორჩეული მონაწილე უკვე ჰყავს, ერთ-ერთი ანა ქურდაძეა. ახალგაზრდა ქალი მონაწილეებს საკუთარი მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციებით ხშირად უპირისპირდება, რაც შემდეგ მწვავე კონფლიქტში იზრდება.
ანა გასულ კვირას აუტსაიდერების სკამს იკავებდა, პროექტის გადაწყვეტილებით კი, გამარჯვებისთვის ბრძოლა ისევ განაგრძო.
„პრაიმტაიმი“ მას სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.
ანა ქურდაძე: 31 წლის ვარ... საკმაო დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა მჭირდებოდა ცხოვრებაში. ნამდვილად არ არის გვიანი, ცხოვრება რომ თავიდან დაიწყო. ვფიქრობ, ახლა იწყება ცხოვრება, გააზრებულ მდგომარეობაში, როდესაც ვიცი, რა მსურს, რა მინდა და საით მიდიხარ.
ენტერპრენერი (მეწარმე, ბიზნესმენი) ვარ, „ანათეს“ დამფუძნებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ 2 ფილიალი მაქვს.
ერთ-ერთ კომპანიაში ქსელის მენეჯერად ვმუშაობ. ამავდროულად, ვარ სტუდენტი... ბიზნესის მიმართულებით სწავლა ხელახლა დავიწყე. მინდა, მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ჩავაბარო და კვალიფიკაცია ავიმაღლო. ვგრძნობ, რომ მჭირდება ახალი კვალიფიკაცია, ახალი გამოცდილება და ის ცოდნა, რაც მაქვს არ არის საკმარისი იმ პროექტების განსახორციელებლად, რასაც მინდა რომ შევეჭიდო.
საკმაო დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა მჭირდებოდა ცხოვრებაში. ნამდვილად არ არის გვიანი, რომ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ზუსტად ვიცი სად მივდივარ, რა მსურს ახლა. ვფიქრობ, რომ ახლა იწყება ცხოვრება, გააზრებულ მდგომარეობაში, როდესაც ვიცი, რა მსურს, რა მინდა და საით მიდიხარ.
- ოჯახზე გვიამბეთ...
- დედისერთა ვარ, და-ძმა არ მყავს. არც დაოჯახებული ვარ. მყავს მხოლოდ მეგობრის დატოვებული პატარა ფისო, რომელიც არ მეყოლებოდა მეგობარს რომ არ დაეტოვებინა. სრულად ვარ ორიენტირებული კარიერაზე, საკუთარი თავის განვითარებაზე და ცხოვრების სიამოვნებით ტკბობაზე.
- არც შეყვარებული ხართ?
- ურთიერთობაში არ ვარ, ვარ თავისუფალი... ჯერჯერობით, არავინ მომწონს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.
- არის შანსი, რომ პროექტში ვინმე მოგეწონოთ?
- არა, ნამდვილად არა. პროექტში არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება მომეწონოს, იმიტომ, რომ როგორ განსხვავებულადაც აღმიქვამენ, დიდი ემოცია მჭირდება, რომ ადამიანთან ურთიერთობა დავიწყო.
- ანა, საკუთარ პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებ, საკმაოდ ძლიერ ხასიათს ავლენ, რეალურადაც ასეთი ხარ, თუ პროექტს ასე მოერგე?
- ზუსტად ის ვარ რეალურად, ვინც ვარ პროექტში. ჩემი პიროვნება ჩემმა ძლიერმა ხასიათმა, სიმტკიცემ, ჩემმა შეუპოვრობამ შექმნა. ყოველთვის ვარ ის ადამიანი, ვინც სიმართლეს ხაზს უსვამს, ყოველთვის ჩემი პოზიციები მაქვს, არასდროს ვექცევი სხვისი ზემოქმედების ქვეშ, მეგობრებთანაც და ოჯახთანაც ასეთი ვარ, ლიდერის თვისებებით, წამყვანი ფიგურა.
- ფიქრობენ, რომ უხეში ხარ...
- არ ვთვლი, რომ მე პროექტში, ან გარეთ უხეში ვარ, უბრალოდ, ადამიანები არ არიან მიჩვეულები, ჩემი შეფასებები სწორად აღიქვან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს. მაგრამ, რადგან ძალიან დიდი მიუჩვევლობა არის შეფასების და ღია აზრის, ყველა მაინც მეორე ადამიანს შეფარვით თუ მიუთითებს რაღაცაზე, ან აქცენტს აკეთებს, ჩემი ეს ნათქვამები მეტად აქცენტირებულია.
ასევე ნახეთ: