პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე, რომელიც გასულ კვირას პირველი აუტსაიდერი იყო და პროექტში ხალხის გადაწყვეტილებით დარჩა, სოფი ნურაშვილია. ვინც მას სოციალურ ქსელებში თვალს ადევნებს, იცის, რომ შემდგარი, დამოუკიდებელი ქალია, ბევრს მოგზაურობს და გარშემომყოფების გახარებაც ძალიან უყვარს.
ცხადია, „პრაიმტაიმის“ კითხვები, უპირველეს ყოვლისა, მისი წარმატების გზას შეეხო.
სოფი ნურაშვილი: იმას არ მოგიყვებით, როგორ ავაშენე ჩემი კარიერული კიბე. ბოლო ამბებს გეტყვით - მქონდა კომპანია, რომელიც თავად შევქმენი. ეს არის ონლაინ გაყიდვები, ტექნიკის მაღაზიები. კავშირი გვქონდა ჩინეთის ძალიან დიდ მომწოდებლებთან, შესაბამისად, ყველაფერი კარგად აეწყო.
ეს არ იყო ერთი კონკრეტული ოფისი, მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, ჩემს თანამშრომლებს თავისუფალი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. ისინი იყვნენ ფილიპინებიდან, ინოდოეთიდან, საფრანგეთიდან, მოკლედ, ისინი მსოფლიოს ნებისმიერი წერილიდან იყვნენ. როდესაც ხელსაყრელი შემოთავაზება მივიღე, ეს კომპანია გავყიდე.
ამჟამად, დროებით, პენსიაზე ვარ გასული (იცინის). თუმცა არ ვისვენებ, რადგან „პრაიმ ჰაუსიც“ საქმიანობაა. ეს ახალი გაღებული კარია და ვცდილობ, ამ კარში შევიდე.
დღესდღეობით, შენ შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო და წარმოგიდგენია. შენი გონება აწესებს იმ საზღვრებს, რისი მიღწევაც შეგიძლია. ყოველთვის, ფიქრები მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტს მიაღწიო, არასდროს იყო კმაყოფილი.
მე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო, მეტად წარმოვაჩინო ჩემი კუთხე და სამშობლო.
- ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ქველმოქმედებასაც ეწევი?
- ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ამაზე საუბარი არ მიყვარს. როცა ჩემს მეგობარს პატარა საჩუქარი გავუკეთე და რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, იმხელა გამოხმაურება მოჰყვა...
- ვინც სოციალურ ქსელში თვალს გადევნებს, იცის, რომ საყვარელი ადამიანების განებივრება გიყვართ საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთებით, ცხადია, აქედან გაჩნდა დიდი ინტერესი, რას საქმიანობთ...
- ამას 5 წლის წინ ჩემი გონება ვერ წარმოიდგენდა. ამიტომ აუცილებელია, რომ დიდ მიზნამდე პატარ-პატარა მიზნები დავისახოთ. ძალიან ბევრს ვშრომობ, ზოგჯერ, დღე და ღამე უნდა გაასწორო, რომ მიზანს მიაღწიო. ეს ყველაფერი ფიქრებით იწყება, ფიქრები სიტყვებად გადაიქცევა და სიტყვები - რეალობად.
- თქვი რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლიაო, საკუთარი გამოცდილებით, მაინც რა არის საჭირო ამისთვის?
- ფიქრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ზოგჯერ გააყალბე, სანამ არ გააკეთებ“ და რა თქმა უნდა, ლოცვა, რაზეც დაცინვა წამოვიდა. ლოცვა ძალიან პოზიტიური აფირმაციაა და მწამს. მოითხოვე და მოგეცემაო, ასე წერია ბიბლიაში.
ყოველთვის უნდა გქონდეს ჟინი - სხვამ თუ შეძლო, მეც შევძლებ! ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო და მიაღწია წარმატებას. ამისთვის აუცილებელია ვიკითხოთ წიგნები, რომელიც დაგვიზოგავს ათ წელს. ასევე, აუცილებელია უცხო ენების ცოდნა.
თეორეტიკოსი ბევრია, გვასწავლიან, როგორ ვიშოვოთ მილიონები და ელემენტარულად ის, რაც გჭირდება ცხოვრებისთვის. ცხოვრება უნდა იცხოვრო და არა იარსებო, მაგრამ ვერ ისწავლი ვერაფერს, თუ კეთებას არ დაიწყებ. კეთებაში სწავლობ.
ასევე ნახეთ:
„ეს იყო 40-წუთიანი ფიზიკური ძალადობა, უამრავი დასკვნა მაქვს...“ - თამარ ახალკაცი ყოფილ მეუღლეზე