ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა

აბები

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პრეპარატი რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი არ ესაჭიროებათ და დაავადების გაუარესების რისკი აქვთ.

14 დეკემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილე იმ პირებს შორის, ვინც Pfizer-ის პრეპარატი მიიღო, არავინ გარდაცვლილა.

პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.

Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ. კოვიდინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს.