ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…
გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.
ასევე ნახეთ ვიდეო - გიორგი ფხაკაძე „ფარულ კონვერტში“
გიორგი ფხაკაძე შემოდგომაზე საქართველოში იმყოფებოდა. მცირეხნიანი ვიზიტის მიუხედავად, ცნობილ მედიკოსს მედიის ყურადღება რ მოჰკლებია. ის რამდენიმე გადაცემის სტუმარი იყო.
პირველი სატელევიზიო ეთერი კი „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ შედგა.
როგორც თავად ამბობს, სტუდიებს და თოქშოუებს არ წყალობს, თუმცა ია ფარულავამ მისი დათანხმება მოახერხა და გადამღები ჯგუფით სახლში ეწვია.
გადაცემამ ყველა რეკორდი მოხსნა. ტრადიციულად, ამ გადაცემის სტუმარი კითხვებზე პასუხი გაცემის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იგებს. გამონაკლისი არც გიორგი ფხაკაძე იყო.
მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ გიორგი ფხაკაძემ მოგებული თანხა საქართველოში დატოვა და ის ერთ კონკრეტულ ადამიანს ჩაურიცხა.
„პრაიმთაიმს“ ეს ინფორმაცია თავად ადრესატმა უთხრა. რადგან თვლის, რომ გიორგის ეს საქციელი გაუმხელელი არ უნდა დარჩენილიყო. ასევ გვითხრა ის, რომ გიორგისთან მეგობრობს. მათ მეგობრობას კი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. თუმცა, წყვილი ამაზე საჯაროდ არ საუბრობს, რადგან ეს მხოლოდ ორივე ადამიანისთვის, ძალიან პირადული და სენსიტიური თემაა.
თავად გიორგის ამ საკითხის გასაჯაროება არ სურდა. რადგან თვლის, რომ ეს „ქულების ჩასაწერად“ და გამოხმაურებებისთვის არ გაუკეთებია. თუმცა სიკეთე მაინც არ დაიმალა.