ეს ბიჭი მივიდა წუხანდელ ღამეს ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა - რას წერენ სოციალურ ქსელში

საგარეჯო

6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის შესახებ, რომელმაც ტრაგედიის ღამეს, სამი დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა:

„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი მივიდა წუხანდელ ღამეს ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! ვამაყობ გიო შენით!!! გმირი ხარ, გმირი!!! უფალმა უმრავლოს შენნაირი ხალხი სამშობლოს“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.

საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.