გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
საგარეჯოში ღამით მომხდარი ტრაგედიის დროს, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის ერთ-ერთი ექიმი, მარინა იმნაძე-კუჭუაშვილია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაჭრილების გადასარჩენად, ექიმი პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მოძრაობდა.
„ცეცხლის ხაზზე იარა, გმირულად, საკუთარი პროფესიის ერთგულებით, სიცოცხლის გადასარჩენად. მარინა ასეთია, საუკეთესო ექიმი, დედა, ბებია, მთელი საგარეჯოს იმედი“,- ამბობენ ადგილობრივები.
თავად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი მძიმე ღამის შესახებ, კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.