VIDEO: რა ხდება ამ წუთებში საგარეჯოში - კადრები ადგილიდან

საგარეჯო

საგარეჯოს ცენტრში, გასულ ღამეს, სასტიკი თავდასხმისას დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხი ყვავილებითა და სანთლებით მიდის. ადგილობრივი მოსახლეობა პატივს მიაგებს ტრაგედიის მსხვერპლებს. 

კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი Sagarejo • საგარეჯო ავრცელებს.

 

 

შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ დროისათვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში სამი დაჭრილი იმყოფება, ერთი თბილისშია გადაყვანილი, ერთი კი, უკვე სახლში გაწერეს.