1728312638
,,ყველას წილი გული მეგლიჯება... ყველაფერს მოვუყვები შენზე..." - საგარეჯოში მოკლულ ბიჭს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ზაქრო მათიაშვილია, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო.
ზაქროს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
,,ზაქროოოო, გასკდა გული. ნიკუშას ყველაზე მაგარი ნათლია ჰყავდა, ყველაფერს მოვუყვები მე შენზე, სამაგალითო ნათლული გვეყოლება გპირდები. შენ იყავი და ხარ საუკეთესო ადამიანი!
ყველას წილი გული მეგლიჯება...
გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი არის ზაქრო მათიაშვილი, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისე იყო საგარეჯოდან", - წერს ზაქროს მეგობარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.