ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ლაურა რეხვიაშვილი, ბოლო დღეებში, ჩვენს ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოსულ რუს ხალხზე აღშფოთებას ვეღარ მალავს. მსახიობი გვიყვება სიტუაციაზე, რომელსაც გუშინ ბანკში გადააწყდა.
ლაურა რეხვიაშვილი: იმის ნაცვლად, რომ დროებით (!) შემოსულები თავმდაბლად იყვნენ და მორიდებით იქცეოდნენ, იქით გვაწვებიან, გვიბღვერენ და ჰგონიათ, რომ დადებული ასი დოლარით, გვიყიდიან.
ან იმ პიანისტს, თავის ხოშზე რომ შეუკვეთა მუსიკის დაკვრა. პალტო არც ჰქონდა გახდილი, აიღო და დაუდო 100- დოლარიანი. გიგიმ დაუკრა უკრაინული. ასე ხელოვანი თუ მოიქცევა. მერე ადგა ეს მსუიკოსი და უთხრა, გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს გადაურიცხეო. ეს ბიჭი გმირი გახდა ჩემს თვალში.
გუშინ შევედი ბანკში და აი, რას გადავაწყდი. მთელი ბანკი სავსე იყო რუსებით. ადგილი არ იყო, იმდენი რუსი ქალი და კაცი იყო ბანკში. მაგათ ცნობას რა უნდა? თეთრები, ქერა უთმოები და გახუხულები არიან. პირდაპირ ეპიცენტრში მოვხვდი. აქ მხოლოდ საკუთარი ფულის გადასარჩენად რომ არიან და ჩვენ "ვკიდივართ."
ლაბადით გაწუწული ვიყავი. დამინახეს თუ არა მენეჯერებმა და ოპერატორმა, მაშინვე მომაქციეს ყურადღება. რა გნებავთ, მოგეხმარებით, ქალბატონო ლაურაო. ეუხერხულათ რომ იქ არ ვმდგარიყავი, სანამ ისინი თავისი ბიზნესების გადაფორმებას და თანხების გადარიხცვა-გადმორიცხვებს მოაგვარებდნენ.
მოსაცდელად მსხდომმა, ტელეფონებში ჩაყუდებულმა რუსებმა ეს შეამჩნიეს, რომ მე ასეთ ყურადღებაში ვიყავი, პერსონალი მომესია და მემსახურება. თორემ მათგან ვიღაც რამეს გამიბედავდა იმ ტექსტის გამო, რაც მე მათ ვუთხარი.
შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირდაპირ ვუთხარი: ახალგაზრდა ხალხი ხართ, ნამუსი არ გაწუხებთ, რომ ამ ქვეყნის ნახევარი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აქ ასე თამამად ჩამოდიხართ-მეთქი? არ გეუხერხულებათ-მეთქი? გამომყევით და გაჩვენებთ, როგორ დგანან ტანკები და მიზანში ამოღებული აქვთ ეს ადგილი, სადაც ახლა თქვენ დგახართ. აქეთ რომ მოდიხართ, აი, ასეთ მიწაზე, ეს თქვენთვის სირცხვილი არ არის-მეთქი?
თქვენი პუტინი დედამიწის კიბო და ურჩხულია, რომელიც მთელ პლანეტას წამლავს-მეთქი.
პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან ჩამოვიდეს, ვისაც უნდა დაათვალიეროს და გაეცნოს ჩვენს ქვეყანას, ოღონდ თქვენ არა. თქვენ ჩვენი მტრები ხართ! მტაცებლები ხართ-მეთქი. პასუხი ვერ გამცეს. სადაც ის გაბედეს, რომ რესტორანში შესული არ იყვნენ და მუსიკოსს 100-დოლარიანის ხარჯზე დაკვრა შეუკვეთეს, ბანკში რიგით შემსვლელად რომ მოვჩვენებოდი, მეც გამცემდნენ პასუხს. მაგრამ ვერ გაბედეს!
იცით, თურმე რას ტყუიან? არ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერო. კიდევ ამბობენ, სტუდენტები ვართო. თავი რომ დაიხსნან, ეს მოუფიქრებიათ.
რომ მოდიან, ინტერნეტში მაინც არ უნდა გაეცნონ, რა უნდა იცოდნენ ამ ტერიტორიის შესახებ?
მეორე ამბავსაც გეტყვით. ჩემს სახლთან არის მაღაზია "მე და მოდა", რომლის ვიტრინაში მანეკენს აცვია ცისფერი მაისური, რომელსაც ყვითლად აწერია - "იდი ნახუი..." მომინდა ამ მაისურის შეძენა. ვიყიდე, აუცილებლად ჩავიცვამ და რუსებში ვივლი ამ მაისურით, თან ავუხსნი, რატომ მაცვია. მეტი მოქალაქეს, რა შემიძლია.
და გამყიდველმა გოგოებმა რა მითხრეს, იცით? აქ ბევრი რუსი დადის, ან გვიბღვერენ ან ბედავენ და საყვედურს გვეუბნებიან, ეს რა არისო? გესმით? უბღვერენ გამყიდველებს.
ჩემი მაცაცოს დედას სასტუმრო აქვს. მივიდნენ რუსები. ნანა ნამგზავრებს გაუმასპინძლდა ყავითა და ნამცხვრით. ლუქსი ნომერი გვინდაო, მოითხოვეს. დაკავებულია ლუქსიც და სხვა ნომრებიც, მე გაგიმასპინძლდით როგორც სტუმრებს, მაგრამ თავისუფალი ნომერი არ მაქვსო, უთხრა. ლუქსი გვინდა! არ გაქვთ კი არა, არ გინდათ რომ მიგვიღოთო, უთხრეს. გამოუძახეს პოლიციას და სასტუმროს პატრონი წაიყვანეს დასაკითხად. აი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ხინკლის საჭმელად მივედით ორ ადგილას, თბილისის ცენტრში. გადაძეძგილია რესტორნები რუსებით. თქვლეფენ ხინკალს. ადგილი არ იყო. წამოვედით უკან. ასეა ბევრგან...
ახლა გეტყვით ჩემს აზრს იმაზე, რომ ყველამ არასწორი ინტერპრეტაციით დაიხვია ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი".
ამას წინათ ვუსმინე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც არ ვეთანხმები. "სტუმარ-მასპინძლის" ქვეყანამ ჩვენი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ და მათ არ უნდა დავემსაგვსოთო. ეს აბნევს საზოგადოებას და მათ შორის, მეც მაბნევს და მაბრაზებს. მათ დავემსგავსები მაშინ, თუ გავჩუმდები.
სწორედაც რომ "სტუმარ-მასპინძლის" ავტორებიც ვართ, სწორედაც რომ ამ "სტუმარ-მასპინძლიდან" გამომდინარე ჩვენი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ. ეს იდენტობა ჩემი ღირსების ნაწილია და სწორედ ის მკარნახობს, რომ შემოსულ რუსს, ურო კი არ ჩავარტყა და ყელი კი არ გამოვჭრა, არამედ ვკითხო: შენ აქ, თავშესაფარში შემოსულს, არ გქენჯნის სირცხვილი, რომ თავშესაფარს იმ მიწას სთხოვ, სადაც შენმავე სახელმწიფომ და ნაციამ, მიწის ნახევარი თავისთვის შემოიღობა?
ერთმანეთში ნუ აურევთ ჯოყოლას სტუმართმოყვარეობას, ჩვენს ღირსებას, იდენტობას და ჩვენსავე მიწაზე, დღეს ამდენი რუსის გულაობას. არა, ბატონო, მე მას არ ვცემ, მაგრამ მოიქცეს თავმდაბლად. მითხრას, რომ იცის, რომ ეს მიწა ქართველებისაა, ოკუპაცია არ გაგრძელდებაო.
იყვნენ, მაგრამ ქვენა აზრებით და შეფარული მისიით, ნუ მოდიან. თქვან პირდაპირ, თავშესაფარი უნდათ, თუ მათი ასეთი შემოსვლა, რაღაც პროექტის ნაწილია? ხომ უნდა ვიცოდე. ჩემი იდენტობა და ღირსება მაიძულებს ამ ხალხს დავუსვა კითხვა - რატომ ჩამოხვედი? თავშესაფრად თუ ამირჩიე, მაშინ უნდა გამიმხილო, რა მისიით ხარ და ისიც ხომ იცი, რომ ამ თავშეფარის ნახევარი მიტაცებული და მიგლეჯილი გვაქვს შენგან და შენს მიერ არჩეული პრეზიდენტისგან. კითხვაც არ დავსვა მათთან?
ეს ხომ არაერთხელ მომხდარა, რომ ამ ერის ვერაგი ხელისუფალი, მათ დასაცავად აქეთ მომთხოვს პასუხს.
რა წყევლაში ვართ, არ ვიცი. აი, ამის თქმა მსურს მოქალაქის პოზიციიდან, თორემ მე პოლიტიკური განცხადებებს თავს ვარიდებ.
- ქალბატონო ლაურა, უკრაინელ ხალთან შეხება გქონიათ?
- უკრაინასთან და უკრაინელებთან მე შეხება არ მქონია, ჩემს ქმარს ჰქონდა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, დათოს ურეკავნენ და გვეწებოდნენ, თქვენ მხოლოდ ჩამოდით! დათოშა, შენ ცოლ-შვილთან ერთად მხოლოდ ჩამოდი და ჩვენ გაცხოვრებთ, ყველაფერს მოგიწყობთო. დათო ამბობდა, მტერსაც ეს უნდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წავიდეთო და დარჩა...
უკრაინელებმა სამყაროს აჩვენა ის, რაც მათზე არავინ არაფერი იცოდა. უბედურების დღეს ხდება ასეთი რამ, დასჭირდათ და თავისი კოდი აჩვენეს მსოფლიოს. პლანეტაზე არავინ იცოდა, რომ ეს ერი ამ კოდის მატარებელი იყო. ეს ჭირი, რაც ახლა სჭირთ, მათ სასარგებლოდ ექცევათ. აგერ ნახონ.