„ერთ-ერთი კუნძული წყლით გადაიფარება...“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“, ექსკლუზიურად, ახალი წინასწარმეტყველების შესახებ უყვება. 

„წითელი დროშის ქვეშ, ვერტმფრენების დაზიანება. განსაკუთრებით, 6 თვის განმავლობაში, რუსეთის თვითმფრინავის დაზიანება მოხდება. რუსული დროშის ქვეშ საფრენი აპარატის დაზიანება.

კახეთში, იქნება ძალიან დიდი ზარალი, მოსავლის სახით. თეთრი დიდი ბურთების ცვენა. ბათუმში, ძალიან დიდი შტორმია მოსალოდნელი, რაც უკვე საკმაოდ ძალიან დიდ ზიანს მოიტანს და თურქეთსაც გადასწვდება. ამას მსხვერპლი არ მოჰყვება, თუმცა ძალიან საფრთხილოა და მინდა საზოგადოება გავაფრთხილო. ამ ყველაფერს სვანეთის ტრაგედია ემატება. 

იტალიაში დიდი მიწისძვრა მოხდება. ისევ იქნება ვულკანის საფრთხე. საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძული წყლით გადაიფარება“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.