1741283576
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი, ძალისი.
„12:30-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ახალუბანი, სელექციის დასახლება, წილკანი, ნატახტარი, მისაქციელი. 13:00-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს ძეგვში, არმაზში, ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე. 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ნატახტარში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 17:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდება მომხმარებლების ნაწილს სოფელ დიღომში, თევდორე ტირონის, დავით მარინაშვილის, სარაჯიშვილის, თეთრი გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე, დენი გაითიშება თიანეთში - 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ნამორაძის, წერეთელის, ჯანგირაშვილის, გრემის, არტნის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 19:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი, დავათი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.