1741293501
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ენერგიით სავსე ხართ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად მიმართოთ. თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება, მაგრამ ნუ გადაიღლებით, ეცადეთ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სარგებელს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი ან მნიშვნელოვანი საბუთი იპოვოთ.
კურო
მშვიდი და სტაბილური დღეა. შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა, იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით და ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ. თუ ძველ ნივთებს ან საბუთებს გადახედავთ შეიძლება საჭირო რამ აღმოაჩინოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს კარიერასა და ზოგადად ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს.
ტყუპები
სიახლეებითა და ურთიერთობებით სავსე, საინტერესო დღეა. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეცადეთ, რომ უმნიშვნელო საქმეებზე დიდი დრო არ დახარჯოთ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მომავალში გამოგადგებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ ინტუიციასაც მოუსმინოთ და გამოცდილ ადამიანებსაც ჰკითხოთ რჩევა.
კირჩხიბი
ამ დღემ შესაძლოა თქვენს ნებისყოფას გამოცდა მოუწყოს. დროა, იმ საკითხების მოგვარებაზე იფიქროთ, რომლებსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. მთავარია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ჭორიკანა ადამიანებს მოერიდოთ. ფინანსური მოგების შანსი დაბალია — ამ დღეს იღბალი თქვენ მხარეს არაა.
ლომი
ამ დღეს გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევთ. შესანიშნავი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, თუმცა ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. შესაძლებელია ახალი წინადადება, რომელიც სავარაუდოდ, დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლეთ, რადგან საბოლოო შედეგი სწორედ თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული.
ქალწული
ეს დღე ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. შესაძლებელია მცირე შეფერხებები, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, ყველაფერი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. შეგიძლიათ ახლობელ ადამიანს გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ ნუ აიძულებთ ისე მოიქცეს, როგორც თქვენ გსურთ. მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, რომელიც მოგვიანებით რთულ საქმეებში დაგეხმარებათ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. დიპლომატიური უნარი კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ, თუმცა ფულთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საქმეში გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, მაგრამ ნუ ცდილობთ, რომ ყველას გაასწროთ.
მორიელი
ეს დღე მოულოდნელობებით არის სავსე, თანაც ყველა მათგანი სასიამოვნო არ იქნება. თუ მშვიდად იმოქმედებთ, ინტუიცია პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ამ დღეს მოგების შანსი დაბალია — განსაკუთრებით, თუ ნეგატიურ ემოციებს აჰყვებით. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები და გაუგებრობები, რასაც ორივე მხარის სიჯიუტე კიდევ უფრო აღრმავებს.
მშვილდოსანი
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, საინტერესო იდეები და შესაძლებლობები. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან გაიაროთ. ეცადეთ, ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და წვრილმანებზე ნუ აფეთქდებით. გირჩევთ, სტრესი ვარჯიშით ან ფიზიკური მუშაობით მოიხსნათ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების გადაჭრისა და მიზნების მიღწევისთვის. თქვენი შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა დასვენებაც არ დაგავიწყდეთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. ვიღაცას თქვენი მოტყუება სურს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.
მერწყული
ორიგინალური იდეები და არასტანდარტული მიდგომა ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, გარშემომყოფთა სურვილებს და განწყობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. ამ გზით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და სასურველი შედეგის მიღებას შეძლებთ. იღბალი არასტაბილურია, მაგრამ მცირე მოგების ალბათობა მაინც არსებობს.
თევზები
ამ დღემ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მოვლენები მოგიტანოთ, რაც თქვენგან სწრაფ რეაქციას მოითხოვს. არსებობს ალბათობა, რომ იღბალი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ, თუმცა — არა ფინანსურ საქმეებში. უარი თქვით სარისკო ავანტიურებში ჩართვაზე და სამოქმედო გეგმა შეადგინეთ, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.