აშშ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრას საუდის არაბეთში გეგმავს - ტრამპის წარმომადგენელი

ukraina usa

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ ცდილობს საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის ორგანიზებას სამშვიდობო „ჩარჩოს“ განსახილველად.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინელებთან შეხვედრის კოორდინირებაზე, რომელიც გაიმართება ელ რიადში ან შესაძლოა, ჯიდაში, მაგრამ ეს იქნება საუდის არაბეთი. ვფიქრობ, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შევიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“,- განუცხადა ვიტკოფმა ჟურნალისტებს.