„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 20 დეკემბერს 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში.

10:40 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 11:05 საათამდე აბონენტებს მცხეთაში: აღმაშენებლის, სააკაძის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ზემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, ციხისძირი, სეთურნი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.