2 დღეში ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

მზებუდობა

21 დეკემბერი, 13:21 საათი - ზამთრის მზებუდობაა, სწორედ ამ დროს გადადის მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.
ეს დღე წლის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა.

იდეები იბადება კირჩხიბში, თხის რქა ქმნის, აღასრულებს, ხორცს ასხამს იდეას.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს და თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს, რომ საკუთარ ცხოვრებაში განახლებისა და ცვლილებების ეტაპი დაიწყოს. ზამთრის მზებუდობა ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აღორძინების პერიოდი და ახალი მოვლენების დასაწყისია. სამყარო, თითქოს, კარს ხსნის, რომლითაც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ის მოვლენები, იდეები, შეთავაზებები, რომლებზეც აქამდე აქცენტს არ ვაკეთებდით.

ძველად მზებუდობას ადამიანები სპეციალურადაც კი აღნიშნავდნენ, იკრიბებოდნენ და გაზაფხულისთვის მზადებას იწყებდნენ. ზამთრის მზებუდობის დროს ყველაზე გრძელი ღამეა. 22 დეკემბრის შემდეგ, დღის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იმატებს.