„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ოძისი, ჭაშა, ბაქაქურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, წითელი კლდე, გურგალველი, დოლოშა, ვარცლა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ვლადიმერ მაყაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.