ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, მოძრაობა აიკრძალა - გაფრთხილება მძღოლებს
1734539066
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს გაიმართა 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას სასამართლო.
პროცესზე დასასწრებად, სასამართლოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ნაწილი დღესაც მივიდა. კუჭავას დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმის განხილვა 15 იანვრისთვის გადაიდო.
"ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მოსულიყო სასამართლო დარბაზში და პროცესს ფიზიკურად თავადვე დასწრებოდა. ამიტომ, მოსამართლემ, ამ გარემოებიდან გამომდინარე, შემოგვთავაზა, ვიყავით თუ არა თანახმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმაც თანხმობა გამოთქვეს, თავად ავთანდილმაც და მეც, როგორც მისმა წარმომადგენელმა, შესაბამისად, სხდომა გადაიდო", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ტატა ჭანკვეტაძე.