"ზოია შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით" - რატომ დასაჯა წმინდა ნიკოლოზმა გოგონა

წმინდა ნიკოლოზის სასწაულები

ეს სასწაული წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. ამბავი კი, ქალაქ სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს 1956 წელს გადახდა. წმინდა ნიკოლოზმა მკრეხელობისათვის გოგონა დასაჯა...

"ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, ერთი რუსი მორწმუნე ქალის შვილმა - ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას,ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე. სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა.

ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა:

"თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!" ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა.

მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.

განაგრძეთ კითხვა...