ქუთაის-გაენათის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

 მამა ავთანდილი

ქუთაის-გაენათის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ქუთაის-გაენათის ეპარქია მწუხარებით იუწყება, წყალტუბოს რაიონ სოფ. მუხიანის კვირაცხოვლობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ავთანდილ ჭოხონელიძის გარდაცვალებას. უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი უკვდავი სული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.