1734375044
აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ინციდენტის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება 126-ე მუხლით დაიყო.
რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება აქციის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა.
უცნობი პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, ისინი დაკავებულნი არიან.
ამასთან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სწორედ აღნიშნული პირები ფიგურირებდნენ მანამდე მეტროში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში.