„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, მენესო და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდში, მუხათწყაროსა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.