1733169705
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს, 11:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ქვემო არანისი, არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, იორი, უნდილაანთკარი. 12:00-დან 18:20 საათამდე - აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, ტაბიძის, ერისთავის, აღმაშენებლის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.
11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.
11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი.
12:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.