დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა - ნახეთ, ეპიცენტრი

miwiszvra

საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირველი მიწისძვრა  07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო. 

მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა. 

მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.