13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში, 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში დენის დარტყმის შედეგად 18 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბიჭი სოფლის სტადიონზე განთავსებული გარე განათების შეკეთებას ცდილობდა.
„ბავშვები თამაშობდნენ თურმე სტადიონზე და შუქი არ იყო. ამას უთქვამს მე გაგიკეთებთ ბავშვებო შუქსო და მაშინ მოხდა ეს შემთხვევა...ამან შეიწირა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე", - თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა ელისო ლაგვილავამ.
18 წლის ალექსი ბუაძე აბიტურიენტი იყო.
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1773344418