სალონიკში ალჟირელი მამაკაცი ქართველ კაცს თავს დაესხა - ბერძნული მედია

საბერძნეთი

სალონიკში ალჟირელი მამაკაცი ქართველს გატეხილი ბოთლით დაესხა თავს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.. ინციდენტი პანაგია ქალკეონის ეკლესიის უკან, ანტიკური აგორას მოედანზე მოხდა.

გამოცემის ცნობით, კვირას ნაშუადღევს სალონიკის ცენტრში სისხლიანი ინციდენტი ორ უცხოელ მამაკაცს შორის მოხდა. ალჟირელი ქართველს გატეხილი ბოთლით დაესხა თავს და თავში, ყურსა და კისერზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. სასწრაფოს ექიმებმა სისხლდენის შეჩერება შეძლეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებს დაევალა ჩხრეკა ფართო ტერიტორიაზე დამნაშავის აღმოსაჩენად და დასაკავებლად.