ქართველების 8-კაციანმა ჯგუფმა საბერძნეთის რესტორანში ჯერ იქეიფა, შემდეგ იჩხუბა - კადრები ადგილიდან

საბერძნეთი

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სისხლიანი გარჩევის გამო, პოლიციამ შაბათს ღამით 27 წლის ქართველი კაცი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველებმა მამა-შვილი სცემეს იმის გამო, რომ ჩხუბის შემდეგ მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.

გამოცემის ცნობით, ქართველების რვა კაციანი ჯგუფი დელფინის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ქეიფობდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი, ჩხუბი დაიწყო და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდნენ. ბერძნული მედია დაპირისპირების მიზეზს არ ასახელებს.

ჩხუბში მონაწილეთა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა ბერძენმა მამა-შვილმა სცადა. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველები თავს დაესხნენ 37 წლის კაცსა და მის შვილს და უმოწყალოდ სცემეს. დაზარალებულის მეუღლემ მომხდარის დანახვისას საკუთარი სახლის აივნიდან ქოთნების სროლა დაიწყო, რათა დამნაშავეები შეეჩერებინა.

დაშავებული 37 წლის კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ის სისხლით იყო დაფარული და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა თვალისა და თავის არეში.

შემთხვევის ადგილზე ბერძნული პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ტერიტორია ლენტით იყო შემოსაზღვრული და ადგილზე გარკვეული დროით არავის უშვებდნენ. 

კადრები ადგილიდან ⇓