დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

ანდრია პირველწოდებული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

12 მაისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა. 

საეკლესიო სწავლების თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

კონდაკი:

სიმჴნისა სეჴნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რაჲთა ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.