დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა - მერია

მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა. მათივე ცნობით, სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ.

„ტექნიკური მარილი დაიყარა: ნუცუბიძის პლატოებზე, თხინვალას დასახლებაში, სოფელ აგარაკში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე; წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიასა და თელოვანაში, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; ოქროყანას, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრისა და კიკეთის დასახლებებში; სოფელ დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ვაზისუბანში, მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიაბისა და ცაიშის ქუჩებზე; ორთაჭალისა და კრწანისის ქუჩებზე, ორთაჭალა-შინდისის ახალი გზაზე, მნათობისა და სააკაძის ქუჩებზე; გიორგიწმინდაში, ზაჰესში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე, გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე; ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე, თბილისის ზღვის გზაზე.

გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

საჭიროების მიხედვით, გზებზე მარილის დაყრა გრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.