რომის პაპი შვეიცარიაში, ახალი წლის ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

რომის პაპი

პაპმა ლეო XIV-მ, შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, ახალი წლის ღამეს ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"მისი უწმინდესობა, პაპი ლეო XIV, უერთდება ოჯახების და მთელი შვეიცარიის კონფედერაციის გლოვას. მას სურს, მსხვერპლთა ნათესავებს თანაგრძნობა და მწუხარება გამოუცხადოს", - ნათქვამია პარასკევს მისი სახელით გაგზავნილ და ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის მიერ ხელმოწერილ სამძიმრის წერილში.