დავით გადელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „აღარასოდეს აღარ ვიქნებით ისეთი ბედნიერი, მხიარული, როგორიც ვიყავით“

ექიმი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბავშვობის მეგობრების მეგობარი დაკარგა. 

„შვიდი ძმაკაცი მოვდივართ თითქმის პირველი კლასიდან! ერთად ისევ სკოლის ონავარი მოწაფეები ვართ - ერთმანეთის გამასხარავება - გამაიმუნებით... ვიყავით... აღარ ვართ.. დიდ სამეგობროს ასაკში ერთი უარყოფითი აქვს - სიკვდილის მეტი რისკი! მეტი შანსი, რომ მოკვდება ეს საძმო! ჩვენი საძმაკაცო მოკვდა.. როცა შევიკრიბებით, აღარასოდეს აღარ ვიქნებით ისეთი ბედნიერი, მხიარული, როგორიც ვიყავით! საიდანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით - იქიდან მოგვეპარა უბედურება! ჩვენს შორის ყველაზე მხიარული, ენერგიული, ბოლომდე სპორტული და აქტიური გამოგვეცალა პირველი...

არც იმედიანი თავის მოტყუების სურვილი მაქვს და ოჯახის გამხნევების ძალაც აღარ შემრჩა.. „ჩვენ, ბიჭები ვიკრიბებით დღეს!“- აღარ არსებობს... ზაზას უეცარი სიკვდილით „ჩვენ“-ც მოკვდა...“, - წერს დავით გადელია.