„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში მცხოვრებმა, 65 წლამდე ასაკის მარტოხელა ნელი ხატიაშვილმა, შენობის დატოვება მოასწრო. ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სახლის პატრონის პირადი ნივთები სრულად გაანადგურა.
„ერთი ხელი ტანსაცმლის ანაბარა დარჩა. ამაზე უბედური ქალი, სოფელში არ არის, სოციალურად დაუცველია, სხვა შემოსავალი არ აქვს. ორი წლის წინ, შვილიც გარდაეცვალა, ახლა ეს უბედურებაც დაემატა“- ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟმა ხანძრის ლოკალიზება შეძლო.
შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც სახლის მფლობელისთვის დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.