მერაბ დვალიშვილის პასუხი პიოტრ იანის პროვოკაციას

 მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე ბრძოლისთვის განკუთვნილი პრესკონფერენცია შედგა, სადაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსი მებრძოლი თავისი ქართველი ოპონენტის პროვოცირებას ცდილობდა. შეგახსენებთ, ტრილოგია 24 ოქტომბერს შედგება.

„აქ საუბარი ყველას შეუძლია, თუმცა მესამე ბრძოლა გველის. ბოლო დაპირისპირებაში მაჯობა, კი, დამამარცხა - ვფიქრობ, იმ ბოლო შეხვედრაში ზედმეტად მოდუნებული ვიყავი. მე-3 ჩხუბში კი გავიგებთ, ვინაა ნამდვილი ჩემპიონი. ბევრს ვემზადები, თანაც ჭკვიანურად. ვფიქრობ, მოვიგებ და ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაგრამ მაინც დიდი გამოწვევა მელოდება. 24 ოქტომბერს ვეცდები სახე დაგიმტვრიო“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.